ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობის შესწავლა მოითხოვა

0

11008617_657872434345947_157113028373841928_oმუნიციპალიტეტის გამგეობაში უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ სამუშაო ჯგუფს მოუწოდა პირველ ეტაპზე უკიდურესად მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების მდგომარეობა მოეკვლიათ და შეესწავლათ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებმა ტერიტორიულ ერთეულებში 160–მდე ასეთი კატეგორიის ოჯახის სია წარმოადგინეს. ბენეფიციართა შერჩევაში კომისიის წევრებთან ერთად მონაწილეობას მაჟორიტარი დეპუტატებიც მიიღებენ.

11174415_657872217679302_2562683682989079448_o1403387_657872354345955_520016562576692267_o11143691_657872231012634_6028442505797177333_oდღესვე კომისიის წევრებისგან შეირჩა 4 კაციანი ჯგუფები, რომელიც ადგილზე გაეცნობიან, მოიკვლევენ და დაასურათებენ თითოეული განმცხადებლის საცხოვრებელ პირობებს. სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფების მიერ დამუშავებულ მასალას მოგვიანებით მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილ კომისიაზე განიხილავენ. ასაშენებელი სახლების პროექტების კონკურსი ზუგდიდის გამგეობაში დღესვე  გამოცხადდა.

სხვა ახალი ამბები: