ზუგდიდის გამგებელმა ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის მოკვლევა და დადგენა მოითხოვა

0

1493385_678258312307359_8479160097596043977_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ დღეს, 9 ივნისს საგანგებო თათბირი გამართა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან.  თათბირის მთავარი მიზანი იყო, ძლიერი ქარის შედეგად მიყენებული ზარალის მოკვლევა და დადგენა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შესაბამის სამსახურებს და გამგებლის წარმომადგენლებს დაავალა შემთხვევის ადგილებზე გასვლა და ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება.

11415511_678258315640692_3497568546795525741_o“ჩვენ მზად ვართ დავადგინოთ ის ზარალი, რაც მოსახლეობას მიადგა გუშინ ძლიერი ქარის შედეგად. წინასწარი მონაცემებით განადგურებულია ადგილობრივთა თხილნარებში მოსავლის 30, ზოგიერთ ადგილებში კი 50 პროცენტიც კი. ჩვენი ამოცანაა ზუსტი მონაცემები დავადგინოთ თუ რა მაშტაბის ზარალთან გვაქვს საქმე და ამის შემდეგ უკვე ვიმსჯელოთ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზეც. ამ ეტაპზე მაინც მთავარი ზარალის დადგენაა”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.