ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია სამსახურს დაუბრუნდა

2

971306_257232331082886_1317715607_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ქვარაია ისევ თავის თანამდებობას დაუბრუნდა. მერაბ ქვარაია თავის კაბინეტში დღეს პირველად გამოცხადდა და ხვალიდან ის თავისი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ თანამდებობა იანვრის თვეში დატოვა.  გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებით 16 იანვარს მიმართა, რადგან მისივე თქმით, ნასამრთლეობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა მოხსნილი.

„ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სააკაშვილის და ახალაიას რეჟიმის ვარ მე, აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით ვიყავი დაპატიმრებული. ამ პერიოდში ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის მიერ ვიყავი აღიარებული პოლიტპატიმრად. ასევე, ვიყავი იმ პოლიტპატიმართა ყველა სიაში, რომელიც საერთაშორისო და ადამიანთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებს გადაეგზავნა. იურიდიული საკითხების მოგვარება ვერ მოხერხდა დროის სიმცირის გამო და ამ ეტაპზე ჩემი განცხადების საფუძველზე არ ვარ საჯარო მოხელე”-აცხადებდა მერაბ ქვარაია თანამდებობიდან წასვლის პერიოდში.

 

სხვა ახალი ამბები: