ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ხალხს ხვდება (VIDEO)

0

009,,მთვარობასა და ხალხს შორის უნდა აღდგეს ურთიერთობა და სოფლის მხარდაჭერის  პროექტი შესანისნავი საშუალებაა ხალხისა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაახლოებისათვის. ყველამ ერთად უნდა განვიხილოთ პრობლემები და  ვეძიოთ მათი გადაჭრის გზები. ჩვენი მიზანია ერთი პიროვნების ახირებაზე არ იქნას მორგებული სოფლის საჭიროებები. გარდა ამ პროექტით გათვალისწინებული თანხებისა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მზადაა  მოიძიოს სახსრები კიდევ სხვა წყაროებიდან, რათა გადაიჭრას სოფლებში არსებული სხვადასხვა პრობლემა”-აცხადებს ზუდგიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია.

ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ხალხთან სეხვედრა დაიწყო და მუნიციპალიტეტის ოცდათერთმეტივე სოფელში ადგილზე ეცნობა ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსა და გასაჭირს. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრას დღეს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს გადამღები ჯგუფიც დაესწრო. სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრისას ადგილობრივებსა და გამგებელს შორის გულახდილი საუბრები გაიმართა, იყო კამათიც და რათქმაუნდა დაისახა მომავლის გეგმებიც. აღნიშნულ სოფელს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით 78.000 ლარი გამოეყოფა, რომელსაც სოფლის მოსახლეობასთან ერთად გამჭვირვალედ დახარჯავენ.

ძირითადი პრობლემა რაც სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა სასმელი წყლისა და კანალიზაციის მოწესრიგებაა. ახალგაზრდები ასევე სტადიონის გაკეთებას ითხოვენ. სოფლის სამედიცინო ამბულატორიც შეკეთებას საჭიროებს.

“ცაიში ერთ-ერთი საუკეთესო სოფელი იყო, სადაც მრავალი ცნობილი ადამიანი დაიბადა და გაიზარდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი გაჩანაგდა. ბარნეოლოგიური კურორტი განიავდა, ყველაფერი ადგილობრივმა მოსახლეობამ სახლებში გაზიდა, რადგან პატრონი არავინ იყო. ამ კაცმა რა ქნას, ჯერ გავაცნოთ აქაური პრობლემები და თანდათან მოგვხედავს. გზები გვაქვს შესაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა მანამდეც იყო, ქობალიამ ჩვენი სოფლის ნაცვლად თავისი სოფლის გზები დააგო. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება”-აცხადებს ცაიშელი ალიოშა ქირია.

სხვა ახალი ამბები: