ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

0
edisherზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ დღეს მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მან მოინახულა ინგირის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება. ასევე ლომოურის, გოროზიას, რიგის ქუჩებზე სანიაღვრე არხების გაყვანა და წყალსაწრეტი მილების ჩადება.
დღესვე მოინახულა ბოტანიკურ ბაღში გაზონების გაყვანის , მოსასვენებელი სკამების ჩალაგების პროცესი და ბოტანიკური ბაღის სანათების მონტაჟი, აგრეთვე არხების ქვაყრილით მოპირკეთება. ამჟამად დასრულებულია ორ შიდა ხიდზე მუშაობა.
უახლოეს დღეებში დასრულდება ბოტანიკურ ბაღში არხებისა და ხელოვნური კუნძულების რესტავრაცია.

სხვა ახალი ამბები: