ზუგდიდის გამგებლის პრიორიტეტული პროექტები და კონტაქტი ხალხთან

0

10481717_521244761342049_628872025037721811_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სამსახურში დილის ცხრა საათზე გამოცხადდა. მან საკუთარ კაბინეტში რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი მიიღო, საჭირო დოკუმენტაციას ხელი მოაწერა და შემდეგ პირად მდივანს დაუბარა რომ საღამომდე ის სამსახურში არ იქნებოდა. ედიშერ თოლორაიამ პირადად მოინახულა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოისმინა მათი საყოფაცხოვრებო პრობლემები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ რამდენიმე მაცხოვრებელი ჩაწერა, რომლებიც პრობლემებზეც ყვებიან და მადლიერებასაც გამოხატავენ იმაზეც , რაც ამ ხნის განმავლობაში მათთის გაკეთდა.

“პრობლემები როგორ არ არის, ჯერ კიდევ თავზე საყრელადაა, მაგრამ ის გვამშვიდებს, რომ დროდადრო ყველაფერი გვარდება. არ გვქონდა გზა, ახლა კი გვაქვს. არ იყო წყალი, ახლა კი არის. კვირის და ზოგჯერ ერთი თვის განმავლობაშიც არ გვქონდა შუქი და ახლა არის. წვიმის გვეშინოდა, რადგან მთელი სოფლის მოსახლეობის სახლ კარი იტბორებოდაწყალგამტარი არხის არარსებობის გამო. დღეს კი მშვიდად გვძინავს. ადრე როცა რაიმე პრობლემა გვქონდა გამგეობაში მივდიოდით იქნებ ვინმეს შევხვედროდით და ჩვენი პრობლემების შესახებ მოგვეყოლა. ხშირ შემთხვევაში გამგეობის ფოიეს ვერ ვცდებოდით, დღეს კი ყველა აქეთ მოდის და მათ შორის გამგებელი და ადგილზე ეცნობა ჩვენს პრობლემებს. ესაა ყველაზე მთავარი, ეს ამშვიდებს გლეხს და მშრომელ ხალხს”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია სოფლიდან სოფელში საათის ინტერვალით გადაადგილდება და ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ნახულობს, რომელიც ადგილზე ხორციელდება. ამ პროცესში ის ზოგადად გვიყვება იმ პროექტებზე, რომელიც სამომავლოდ დაგეგმილია. ყველაზე მნიშვნელოვნად გამგებელი სოფლის გზების შეკეთებას მიიჩნევს.

“ხშირად ჩემი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ზუგდიდის გამგებელი ცრუობს და არაფერს აკეთებს. მაგალითისთვის გეტყვით ერთს. ედიშერ თოლორაია დარჩელის მოსახლეობას შეჰპირდაო საბავშვო ბაღის მშენებლობას და არ შეუსრულაო. ჩვენ წინასაარჩევნოდ შევპირდით საბავშვო ბაღს და გავაკეთეთ კიდევაც. არ ვიცი ვერ ხედავენ თუ დანახვა არ უნდათ. ან ეს არის წმინდა წყლის ინტრიგნობა რასაც ქვია. აქვე მინდა გითხრათ რომ გზები ჩვენი პრიორიტეტია. გზები კეთდება დარჩელში, გზა გაკეთდება სოფელ რიყეში და ძალიან დიდ პროექტზე ტენდერი გამოცხადდება 3-4 დღეში. ასევე კეთდება ჭაქვინჯი-ყულიშკარი-ნარაზენის გზა, რომელიც მუნიციპალურ ფონდში უკვე დაზუსტებულია. კეთდება სევე ინგირის, ჭითაწყარის, ცაიში-ცაცხვის უბნის გზები”-აცხადებს ედიშერ თოლორაია.