ზუგდიდის გამგებლის საჩუქარი სოციალურად დაუცველებს და ვეტერანებს

0

11096544_650488831750974_1459909701341359022_oედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზუგდიდის რაიონის მკვიდრებს, დიდი სამამულო ომის ვეტერანებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. მუნიციპალიტეტის გამგეობამ სულ 140 ოჯახს მიართვა სააღდგომო ნობათი.
სასაჩუქრე პაკეტები შედგებოდა ყველა იმ აუცილებელი პროდუქტისგან, რაც ოჯახებს სააღდგომოდ სჭირდება. სამამულო ომის ვეტერანებს კი მუნიციპალიტეტის გამგეობამ 500–500 ლარი საჩუქრად ანგარიშებზე ჩაურიცხა.