ზუგდიდის გამგებლი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას დღეიდან იწყებს

0

edisheeeerდღეს ზუგდიდის ნომერ 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩეულ გამგებელს ედიშერ თოლორაიას უფლებამოსილების ბარათი საკრებულოს სხდომაზე გადასცა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა ედიშერ თოლორაიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს.

ზუგდიდის არჩეულმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ ის დღეიდან დაიწყებს იმ დაპირებების შესრულებას, რასაც ის წინასაარჩევნოდ საკუთარ ამომრჩევლებს ჰპირდებოდა.

“ის წინასაარჩევნო პროგრამა, რომლითაც მე ჩემი ამომრჩევლების წინაშე წარვსდექი აუცილებლად იქნება შესრულებული. ამ დაპირებების შესრულებას დღეიდან დავიწყებ ჩემს გუნდთან ერთად. ეს ეხება მუნიციპალიტეტის სოფლების განვითარების პროგრამას, ხალხთან მჭიდრო ურთიერთობას და მათი პრობლემების მოგვარებას და ასევე ბევრი ექკლუზიური და ხალხისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას. მე ჩემს გუნდთან ერთად მზად ვარ დავდგე ხალხის სამსახურში და გავაკეთო ის საქმეები, რომელიც ხელს შეუწყობს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მივხედავთ განათლების, ჯანდაცვის, გზების პრობლემებს. ასევე განვავითარებთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოვაწესრიგებთ სოფლის სავალ გზებს და რათქმაუნდა მოხდება ყველა სოფლის გაზიფიცირება. ეს მხოლოდ მოკლე მონახაზია იმ გეგმებისა, რასაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა პირდება საკუთარ ხალხს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ გლეხმა, სოფლის მოსახლეობამ ამოისუნთქოს ბოლოს და ბოლოს და იცხოვროს მშვიდად”-აცხადებს ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: