ზუგდიდის გამგეობამ ადგილობრივ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

0

jurnalistiზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადგილობრივი მედიასაშუალებების ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა. ზუგდიდის არტ-გალერეაში გამგეობამ ზუგდიდელ ჟურნალისტებს ბევრი სიურპრიზი და სასიამოვნო საღამო მოუწყო. ჩატარდა კონკურსები ცეკვაში, სიმღერაში და დასახელდა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ჟურნალისტებიც. ყველაზე მსუნაგი, ყველაზე სექსუალური, ყველაზე რისკიანი და ყველაზე კრეატიული ჟურნალისტების დასახელებამ შეკრებილი საზოგადოების ოვაციები დაიმსახურა.

მეცხრე არხის ჟურნალისტმა პაატა ლაგვილავამ ერთგვარი ვიდეორგოლი წარმოადგინა, სადაც ასახული იყო ჟურნალისტთა მუშაობის კურიოზული მომენტები. პირველი არხის ჟურნალისტმა ნატო ბერულავამ კი საკუთარი ლექსები წაიკითხა როგორც მშობლიურ ასევე მეგრულ ენაზე. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფასიანი საჩუქრები გადასცა, თუმცა უსაჩუქროდ სხვებიც არ დარჩენილან.

ადგილობრივ ჟურნალისტებს პროფესიული დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლებმა გურგენ სართანიამ და გიორგი თოდუამ მიულოცეს. პროფესიული დღე მიულოცეს ჟურნალისტებს ადგილობრივმა მომღერლებმა ლაშა თოდუამ, ვახო გოგილავამ, საქართველოს ვარსკვლავის მონაწილემ მანანა ვეკუამ და ანსამბლ “გინცის” სოლისტებმა.

სხვა ახალი ამბები: