ზუგდიდის გამგეობა “ბოლო ზარისთვის” 27.900 ლარს დახარჯავს

0

bolo zariზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, „ბოლო ზარის“ ფარგლებში დაგეგმილი კონცერტისთვის 27 ათას 900 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საზეიმო კონცერტზე 30-მდე ფოლკ-როკის და ალტერნატიული როკის სტილის მუსიკა, 3 საათის განმავლობაში,ცოცხლად უნდა შესრულდეს. სატენდერო წინადადებების მიღება დღეს დაიწო და ის 18 მაისს დასრულდება. საზეიმო კონცერტი კი 20 მაისს ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

ამასთან, ზუგდიდის გამგეობა კურსდამთავრებულებს, საჩუქრის სახით, ბათუმსა და თბილისში ერთდღიან ექსკურსიას სთავაზობს.

სხვა ახალი ამბები: