ზუგდიდის გამგეობამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 ლარიანი ფულადი დახმარება გადასცა

0
edo8 აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არტ–გალერეაში გამოიფინა. დღის მანძილზე მნახველს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა მუნიციპალიტეტის გამგეობის ფოტოარქივი, რომელიც ასახავდა აგვისტოს ომის ქრონიკას. ფოტოგრაფ ლევან გაბეჩავას მიერ გადაღებულ ფოტოებზე დამთვალიერებელი ამოიცნობდა ზუგდიდის ქუჩებში რუსულ ტანკებსა და ოკუპანტებს.
ტრადიციულად წელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და გამგეობის წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპული ბადრი ბერანძისა და დავით ჯიქიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.
სოფელ რიყის საშუალო სკოლაში, სადაც დავით ჯიქია სწავლობდა გაიმართა ყოველწლიური ტურნირი მინი ფეხბურთში. გამარჯვებულ გუნდს დავით ჯიქიას სახელობის თასი გადაეცა.
დღესვე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 ლარიანი ფულადი დახმარება გადასცა.

სხვა ახალი ამბები: