ზუგდიდის გამგეობამ ერგეტის არქეოლოგიური გათხრების ანგარიში წარმოადგინა

0

1საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 20 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა საველე კვლევები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ერგეტაში, #2 სამაროვანზე.
მოპოვებული არტეფაქტებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს საბრძოლო და შრომის იარაღი (სატევარი, კოლხური ცული, თოხი, სეგმენტები); რკინის სატევრები, დანები; ბრინჯაოს სამკაული (რგოლები, აბზინდები, ჩქიფი, საკიდები); ძლიერ დაჟანგული ვერცხლისა და ტყვიის რგოლები; სხვადასხვა მასალის მძივსამკაული (სარდიონი, პასტა, მინა, გიშერი, ქარვა); თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, მათ შორის ერთი მთელია, შესაძლებელია ზოგიერთის აღდგენაც.
ერგეტის მეორე სამაროვანი მდებარეობს ზუგდიდის რაიონში, სოფელ ერგეტაში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, თიკორის მხარეს, ზღვიდან 2,5 კმ-ის დაშორებით, ცვანეს უბანში. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა საქირიოსაც უწოდებს, ხოლო უშუალოდ იმ ადგილს, სადაც სამაროვანი მდებარეობს _ ,,ნატყევარს~ 1980 წელს, როდესაც ამ სამაროვანზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო, იგი პატარა, ტრიალ მინდორს წარმოადგენდა და სოფლის პირუტყვის საძოვრად გამოიყენებოდა. მმას აღმოსავლეთიდან ნახევრად დაჭაობებული მინდორი ესაზღვრებოდა, დანარჩენი მხრიდან კი თხმელის ტყე. დღეს იგი კერძო საკუთრებაშია და თხილის პლანტაციაა გაშენებული. სამაროვანი ამ პლანტაციშია მოქცეული, ძეგლს, 1943 წელს მიწის სამუშაოების დროს ადგილობრივმა მკვიდრმა დომენტი შენგელიამ მიაკვლია, რომელსაც აქ მძივები და ქვების გროვა უნახავს. 1980 წელს მან ეს ამბავი კოლხეთის არქეოლოგიურ ექსპედიციას აცნობა. ამავე წელს, მინიშნებულ ადგილზე დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.

სხვა ახალი ამბები: