ზუგდიდის გამგეობამ “თეგეტა მოტორსი”-სგან ახალი ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა

0

nagavmzidiზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას კიდევ ერთი სპეცდანიშნულების ავტოტრანსპორტი ნაგავმზიდი მანქანა გადაეცა. გამგეობამ გერმანული წარმოების „MAN”- ის მარკის ნაგავმზიდი ტენდერით შეიძინა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით 9 მეტრი კუბური ტევადობის მანქანა კომპანია „თეგეტა მოტორსი“ – ს მიერ იქნა შემოთავაზებული.

ნაგავმზიდი ავტოტრანსპორტი სხვა სპეცტექნიკასთან შედარებით უფრო მეტი სიძლიერისაა, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას. სპეცტექნიკა სარგებლობით დასუფთავების სამსახურს გადაეცა და ანაკლია – განმუხურის საკურორტო ზონას მოემსახურება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ედიშერ თოლორაიას განცხადებით გამგეობა დამატებით ნაგვის ბუნკერებს შეიძენს, რომელიც ყველა სოფელში დაიდგმება. ასევე მოწესრიგდება ნარჩენების გატანის სისტემა, რაც გარემოს დაბინძურებისაგან დაიცავს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან ყოველდღე 120 – 150 მეტრი კუბური ნაგვის ნარჩენები გაიზიდება, ახალი სატრანსპორტო საშუალება კი დღეში 36 კუბურ ნაგავს გაიტანს, რაც დასუფთავებას საგრძნობლად შეუწყობს ხელს.

სხვა ახალი ამბები: