ზუგდიდის გამგეობამ მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მონიტორინგი დაიწყო

0

baga-bagiზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად დღეს ზუგდიდში მოქმედი ბაგა-ბაღები მოინახულეს. გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია ადგილზე გაეცნო საბავშვო ბაღების მუშაობის სპეციფიკას, კვების რეჟიმს და საბავშვო პროგრამის სწავლების დონეს. რამდენიმე ბაგა-ბაღში მომუშავე პერსონალმა გარკვეული დარღვევების გამო პირველი გაფრთხილებაც კი მიიღო. გურგენ სართანიამ ის ბაგა-ბაღებიც მოინახულა, რომლებიც სასწრაფო წესით საჭიროებენ კაპიტალურ შეკეთებას. ასეთი ზუგდიდის ნომერ მეორე ბაგა-ბაღის შენობა აღმოჩნდა, რომელიც თითქმის ავარიულია, ბავშვთა კონტიგენტი კი საკმაოდ მაღალია.

“რამდენიმე წელია ვითხოვთ ბაღის შეკეთებას მაგრამ სამწუხაროდ ყურადღება არავინ მოგვაქცია.ყოფილა ისეთი სიტუაციაც, რომ ჩვენ თვითონაც შეგვიგროვებია ფული და ჩაგვიტარებია მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი, თუმ,ცა ეს არაფერს შველის. საჭიროა ჩვენს ბაგა-ბაღს გაუკეთდეს კაპიტალური რემონტი, რადგან ბაღი თითწმის ავარიულ მდგომარეობაშია.დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ხელისუფლება ამას გააკეთებს.”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ნომერ მეორე ბაღის აღმზრდელი თეა თოდუა.

“ჩვენ დღეს მოვინახულეთ მუნიციპალიტეტში შემავალი თითქმის ყველა ბაგა-ბაღი და ჩვენი დასკვნები უკვე გვაქვს გაკეთებული. შევამოწმეთ ადგილზე კვების დღის რაციონი, გავესაუბრეთ ბავშვებს, აღმზრდელებს და რათქმაუნდა დავათვალიერეთ თვითონ შენობები,სადაც საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს. სავალალო მდგომარეობაშია ზუგდიდის ნომერ მეორე ბაღი, რომელიც მართლაც საჭიროებს სასწრაფო მიხედვას და რესტავრაციას. გამგეობა გაითვალისწინებს ამ მდგომარეობას და ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუცილებლად გამოყოფს თანხებს, რომელიც საჭირო იქნება ბაგა-ბაღის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.

სხვა ახალი ამბები: