ზუგდიდის გამგეობამ “ნაბიჯი ზუგდიდთან” მემორანდუმი გააფორმა

0

10917243_612029078930283_4587360543772968217_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამეგობასა და არასამთავრობო ორგანიზაცია “ნაბიჯი ზუგდიდი”–ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია შშმ
პირებისათვის ხელმისაწვდომი გარემოპირობების შექმნა და მათი ინტეგრაციისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფა.

მემორანდუმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის გამგეობა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ზუგდიდი“ შეთანხმდნენ შშმ ბავშვთა და მოზარდთათვის ფართო პროფილის დღის ცენტრის არსებობის აუცილებლობაზე. მუნიციპალიტეტის გამგეობა თავის მხრივ პასუხისმგებლობას იღებს, პროექტის მოქმედების ვადით უზურფრუქტის წესით, უსასყიდლოდ გადასცეს ორგანიზაცია „ნაბიჯი ზუგდიდს“ მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედაეწერის ტერიტორიაზე მდებარე, სახელმწიფო ბალანსზე არსებული ნაგებობა.

მუნიციპალიტეტის გამგეობა პროექტის ფარგლებში დახმარებას გაუწევს ორგანიზაციას შშმ ბავშვებისა და მოზარდების დღის ცენტრში ტრანსპორტირების საკითხს ტექნიკურ და ფინანსურ ნაწილში. ასევე უზრუნველყოფს პროექტი „ჩვენი სახლის“ ფარგლებში შეძენილი სატრასპორტო საშუალების ადაპტირებას შშმ ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის.