ზუგდიდის გამგეობამ ნაპირსამაგრი სამუშაოები საგანგებო რეჟიმში დაიწყო

0

N1374315780872696ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში კოკსა და ხურჩაში ამ წუთებში მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც ოპერატიულად მიმდინარეობს აღნიშნულ სოფლებში ნაპირსამაგრი სამუშაოები.

ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში დილიდან გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარე ენგურის ადიდება და ე.წ დამბების გარღვევა გამოიწვია. სოფელ ორსანტიაში ადიდებულმა მდინარემ ადგილობრივი მოსახლეობის სახლ-კარი დატბორა. იგივე საშიშროება შეიქმნა მოგვიანებით კოკსა და ხურჩაში.

“ამ წუთებში დაბალი ზონის სოფლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაიწყო ნაპირსამაგრი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფებიან გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები და აკვირდებიან მიმდინარე სამუშაოებს.როგორც მოგეხსენებათ, ძლიერმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია მდინარე ენგურის ადიდება, რომელმაც ნაპირსამაგრი დამბების გარღვევა გამოიწვია. შეიქმნა საშიში მდგომარეობა, რის შემდეგაც მიღებულ იქნა საგანგებო გადაწყვეტილება ნაპირსამაგრი სამუშაოების სასწრაფოდ დაწყების შესახებ.”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ზუგდიდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ.

სხვა ახალი ამბები: