ზუგდიდის გამგეობამ ნორჩ ხელბურთელებს ფულადი პრემიები გადასცა

0

gizoooზუგდიდის ვაჟ ხელბურთელთა გუნდი “ზუგდიდი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ დააჯილდოვა. თითოეულ ხელბურთელს სპორტული ფორმები, ბურთები და 50 ლარიანი ფულადი პრემია გადაეცა.

ზუგდიდის სპორტის განვითარების ცენტრის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ 2012-2013 წლებში დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ტურში გაიმარჯვა და რვა საუკეთესო გუნდს შორის საფინალო ეტაპზე მონაწილეობის საგზურიც მოიპოვა. ფინალისტებს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია მომავალშიც ანალოგიურ დახმარებებს შეჰპირდა.

სხვა ახალი ამბები: