ზუგდიდის გამგეობამ ომის ვეტერანებს ფულადი ჯილდო გადასცა

0

10341939_478146158985243_2186945232565928605_n2014 წლის 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69–ე წლისთავთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები გამგეობაში მიიწვია, მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო და ომში გარდაცვლილების საფლავები გვირგვინით შეამკო.

ზუგდიდ–ცაიშის მიტროპილიტმა, მეუფე გერასიმემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და ვეტერანებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

დღესვე, სოფელ ორსანტიაში საზეიმოდ გაიხსნა ომში დაღუპულთა განახლებული მემორიალი.  გრიგოლ სხულუხიას მემორიალთან ვეტერანთა ანსამბლმა ,,იერიში” კონცერტი ჩაატარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს საჩუქრად 200 ლარის ოდენობის ფულადი ჯილდოც გადასცა.

სხვა ახალი ამბები: