ზუგდიდის გამგეობამ საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოყო

0

orsantiaზუგდიდის გამგეობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და გალის რაიონთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო  სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, 4,5 კმ-იან გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება და მოეწყობა სანიაღვრე არხები. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5 მაისამდე გაგრძელდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ცენტრიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ხიდამდე მისასვლელ საავტომობილო გზას  რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

აღნიშნული გზის პროექტი შპს „სამართლებრივი  ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა“  შეადგინა.