ზუგდიდის გამგეობამ სააღდგომო საჩუქრები დაარიგა

0
465731_305655192901008_801463193_oსააღდგომო საჩუქრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას და მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააღდგომო საჩუქრები დღეს 360- მდე სოციალურად შეჭირვებ მოქალაქეს, 40 მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანს და 40 დედ-მამით ობოლ ბავშვს გადასცა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ, გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლებმა გიზო სართანიამ და გიორგი თოდუამ საჩუქრები ადგილზე მიუტანეს სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ოჯახებსა და სოციალური სასადილოს ბენეფიციარს.
საკუთარ სახლებში გადაეცათ საჩუქრები ომის ადგილობრივ და დევნილ ვეტერანებს, რომელსაც ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე შოთა თოდუა ხელმძღვანელობდა.
სამამულო ომის ვეტერანები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 200 ლარით წაახალისა.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლარაიას განცხადებით გამგეობა მუდმივად ზრუნავს მის მოქალაქეებზე არა, მარტო დღესასწაულების დღეებში და შესაძლებლობების ფარგლებში გაუწევს დახმარებას თითოეულ მოქალაქეს.

სხვა ახალი ამბები: