ზუგდიდის გამგეობამ საფეხბურთო გუნდ “ზუგდიდს” ინფრასტრუქტურა მოუწესრიგა

0

DSC01160ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საფეხბურთო გუნდ “ზუგდიდს” ბიუჯეტიდან ათი ათასი ლარი გამოუყო და ინფრასტრუქტურა მოუწესრიგა. ზუგდიდელი ფეხბურთელები სავარჯიშოდ ამიერიდან რუხისა და ზედაეწერის სტადიონებს გამოიყენებენ, სადაც სარემონტო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ განუცხადა.

“ჩვენ მოვაწესრიგეთ ორი სტადიონი და მასში შემავალი ორი ინფრასტრუქტურული ნაგებობა, სადაც ფეხბურთელებს საშუალება ექნებათ ვარჯიშის შემდეგ დაისვენონ, შხაპი მიიღონ. დამონტაჟებულია საშხაპეები და დარჩენილია მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოები. ჩვენ ასევე გუნდს გავუსტუმრეთ ის დავალიანება, რომელიც მათ გააჩნდათ. აქაურობა მანამდე იყო გავერანებული და მიუხედავი. ამიერიდან კი აქ შესაძლებელი იქნება ნორმალური ვარჯიშების ჩატარება, სანამ ქალაქში არ იარსებებს სტადიონი.”-აცხადებს ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი გურგენ სართანია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საფეხბურთო გუნდ “ზუგდიდის” დირექტორი მალხაზ ჭეჟია, რომელიც რამდენიმე დღეში ორივე სტადიონს ჩაიბარებს.   

DSC01166DSC01165DSC01164DSC01168DSC01156                               DSC01159

სხვა ახალი ამბები: