ზუგდიდის გამგეობამ სოფლის რწმუნებულებს სასოფლო-სამეურნეო ბარათები გადასცა

0

gamgeoba

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/soflis-meurneobis-baratebi.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”] სოფლის მეურნეობის პროექტების სააგენტოს და სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობისთვის დასარიგებელი კომბინირებული ბარათები ზუგდიდის გამგეობის შენობაში შეკრებილ სოფლის რწუნებულებს გადასცეს. ამასთანავე გამგეობის სააქტო დარბაზში მოეწყო მცირე ტრენინგი იმასთან დაკავშირებით თუ როგორ დაურიგდეს სოფლის მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ბარათები და გამჭვირვალედ წარიმართოს ეს პროცესი.

„ამ სამუშაოებისთვის საჭირო ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია. მიწის ფართობების დიდი ნაწილი 0,25 ჰექტარიდან 1,25 ჰექტარამდეა. არის ასევე მიწები 1,25-დან 5 ჰექტარამდე და ზემოთ. ამ კატეგორიების მიხედვით ბარათები არის ნომინალური და კომბინირებული. 0,25 ჰექტარამდე გაიცემა 100 ლარიანი ნომინალური, 0,25-დან 1,25 ჰექტარამდე კი 510 ლარიანი ბარათი. ესეც იყოფა –  210 ლარი ხვნა-თესვა, დადისკვა, დამუშავება, 300 ლარიანი არის კიდევ ცალკე ნომინალური, სადაც ინვენტარი და საქონელის შესყიდვა იგულისხმება“, – განაცხადა გიორგი თოდუამ.

სასოფლო-სამეურნეო ბარათები აბაშის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის სოფლის მოსახლეობას უკვე დაურიგდა. აღნიშნული ბარათები 18 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლის მოსახლეობასაც დაურიგდება.

სხვა ახალი ამბები: