ზუგდიდის გამგეობამ ქადარიების ოჯახს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გამოუყო

1

1795342_570905896375935_5037595425270800993_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხებზე მომუშავე კომისიამ, რომლის თავმჯდომარე გამგებლის მოადგილე გიზო სართანიაა, კომისიის წევრთან, გოგი რევიასთან ერთად სოფელ ახალაბასთუმანში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. კომისიამ ქადარიების სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობა ადგილზე შეისწავლა.

ქადარიების ოჯახი სულ ხუთი სულისგან შედგება და აქედან ორი მცირეწლოვანი ბავშვია. მათი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. ოჯახი სასწრაფოდ ალტერნატიულ ფართს საჭიროებს.  მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ სოციალურად დაუცველ ოჯახს ამ ეტაპზე ქირით გადასვლა შესთავაზა და მომავალი წლისათვის საცხოვრებელი ფართით უზურნველყოფასაც დაპირდა.

გამგებლის მოადგილის განცხადებით სამომავლოდ მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისათვის გამგეობაში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების პროგრამის განხორციელების პროექტი განიხილება.

სხვა ახალი ამბები: