ზუგდიდის გამგეობამ ქალთა ასოციაციასთან მემორანდუმი გააფორმა

0

10669238_594878403978684_5613384597742394510_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“–ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დევნილებისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობის, მათ შორის განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლების, სამოქალაქო აქტიურობის გაზრდის, სოციალური პირობების გაუმჯობესების და ინტეგრაციის ხელშეწყობას.