ზუგდიდის გამგეობამ 2012 წელს 12 ავტომანქანა 687,170 ლარად შეიძინა

0

1327056544a-zToyota_LandCruiser_Prado_Front_View_Exterior2011 წლის 5 იანვრიდან 2012 წლის სექტემბრამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 12 ავტომანქანის შესაძენად გაუმართლებლად დიდი თანხა, 687,170 ლარი დახარჯა. ამ პერიოდში მათ იყიდეს 9 ტოიოტას მარკის სპორტულად აღჭურვილი მანქანა და 1 „მიცუბიშ პაჯერო იო“. ყველაზე ძვირადღირებული მანქანა „ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200“ აღმოჩნდა, რომელიც მუნიციპალიტეტს 124,400 ლარი დაუჯდა. აღნიშნული მანქანის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერში ვხვდებით შემდეგ მოთხოვნებს: ხის ინტერიერი, ტყავის და ხის კომბინირებული საჭე, სახურავზე მიმაგრებული 9 დიუმიანი ეკრანი, 14 სფიქერი ხმის სისტემა USB-ის კავშირით და მაცივარი. აღნიშნული თანხით მუნიციპალიტეტს შეეძლო ეყიდა 12 პაჯეროს ტიპის მანქანა და ამასთან, სახელმწიფო სახსრებიც დაეზოგა.

ასევე აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ტენდერების მოთხოვნები მხოლოდ ერთ შემსყიდველს იზიდავდა, რაც წარმოადგენს ცალსახა მინიშნებას იმაზე, რომ მუნიციპალიტეტს არ სურდა სხვა პრეტენდენტებს მიეღოთ მონაწილეობა აუცქიონში, რადგან ისინი უბრალოდ ვერ შეძლებდნენ მითითებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ხშირ შემთხვევაში, ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო ძალიან კონკრეტული და თითქმის ემთხვეოდა საკონტრაქტო ღირებულებას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტენდერები წინასწარ იგეგმებოდა. ავტომანქანის შერჩევის კრიტერიუმების ზედმიწევნით აღწერა ტენდერში ცხადყოფს, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ წინასწარ იცოდა რა მანქანა, ვისგან და რა ფასად უნდა შეეძინა.

სახელმწიფო სახსრების ხარჯვა აუცილებელია ემსახურებოდეს ფულის ღირებულების საუკეთესოდ გამოყენებას და ითვალისწინებდეს მის მიზნობრივ გამოყენებას. მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია სატენდერო მოთხოვნები ისეთი ფორმით წარდგენა, რაც უფრო მეტ კომპანებს მისცემს შესახლებლობას მონაწილეობა  მიიღოს გამოცხადებულ ტენდერში და, ამასთან, დააკმაყოფილდეს სახელწიფო საჭიროებები.

მომხდართან დაკავშირებით მუნიციპალიტეტმა განაცხადა, რომ ეს კარგი გრძელვადიანი ინვესტიცია იყო. თუმცა მათ ვერ შეძლეს იმის ახსნა, თუ რატომ დასჭირდათ კონკტერული ძვირადღირებული მოდელების შეძენა ისეთი ფუფუნების საგნებით, როგორიცაა ტელევიზორი და მაცივარი, იმის გათვალისწინებით, რომ დროთა განმავლობაში მანქანებზე ფასები საგრძნობლად იკლებს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, სატემდერო მოთხოვნები აღნიშნული ავტომობილებისთვის ზუსტად ემთხვევა მომწოდებელი კომპანიების მანქანების აღწერას, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას რომ მუნიციპალიტეტმა გამოიყენა მიმწოდებელთა სპეციფიკაციები სატენდერო დოკუმენტებისთვის. „ტოიოტა თბილისი ცენტრის“ ვებგვერდზე დაყრდნობით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 12 სატენდერო განაცხადიდან 8 განაცხადის დამთხვევა აღმოაჩინა, ხოლო დარჩენილი 4 მანქანისთვის არსებობს მკვეთრი მინიშნება, რომ მიმწოდებელთა სპეციფიკაციები სატენდერო მოთხოვნების იდენტურია.

„საერთაშრისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ავტომობილებზე გამოცხადებული ტენდერებით დაირღვა შესყიდვების კანონის მე-13 მუხლი, რომელიც განმარტავს:

„ტენდერში მონაწილეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა იყო სამართლიანი, არ უნდა ატარებდეს დისკრიმინაციულ ხასიათს და ხელს უწყობდეს ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას“.

2011, 2012 წლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ყველაზე მეტი თანხა დახარჯა ავტომობილებზე. ფაქტობრივად, აღნიშნული სექტორი მუნიციპალიტეტების შესყიდვებში სიდიდით რიგით მესამეა. საინტერესო იქნებოდა ზუგდიდის მოსახლეობის შეხედულების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ურჩევნიათ მათ: მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ძვირადღირებული მანქანები თხელი ეკრანით თუ სხვა საზოგადოებრივი საქონელი?!

სხვა ახალი ამბები: