ზუგდიდის გამგეობამ 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ანგარიში წარადგინა

0

cms-image-000005573ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ ერთეულებში „ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“-ს ფარგლებში მიმდინარე წლის 20 აპრილის მდგომარეობით 2 595 ჰა. მიწის ფართობი დამუშავდა. სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახნავია 8100 ჰა. მიწის ფართობი. „ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 27 812 ბენეფიციარი ისარგებლებს, აქედან სახნავ ბარათს 14 397 ოჯახს, ხოლო აგრობარათს 15 134 ბენეფიციარი მიიღებს. გასული წლის აპრობირებული მეთოდით კი ხვნის გრაფიკი შედგა, რომლის მიხედვითაც დამატებით შპს „მექანიზატორი“-დან მობილიზებულ იქნა დამატებით 10 ერთეული სასოფლო -სამეურენო დანიშნულების ტრაქტორი.

ამავე პროექტის ფარგლებში 2014 წელს „ მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით 26 923 ბენეფიციარმა მიიღო მონაწილეობა, აქედან სახნავ ბარათით 14 245 ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო აგრობარათით 12 678 ბენეფიციარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ მოსახნავია 8460 ჰა. აქედან პროექტის ფარგლებში დამუშავდა 6247 ჰა.

რაც შეეხება 2013 წელს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გადმოეცა 13 314 კომბინირებული ბარათი, რომელიც გათვალისწინებული იყო ერთწლიანი კულტურებისთვის ხოლო მრავალწლიანი კულტურებისთვის 26 140 შემდეგ ეტაპზე სოფლის მეურნეობის სამსახური კოორდინაციას უწევდა სასოფლო-სამეურნეო ბარათების ადექვატური სამუშაოს შესრულებას, კერძოდ შედგა სამუშაო გრაფიკი და შპს „მექანიზატორის“ ტრაქტორების, ასევე ამხანაგობების ბალანსზე რიცხული ტექნიკის ჩართვით ჩატარდა ხვნა-თესვის სამუშაოები.

2013 წელს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხნული იქნა 7800 ჰა მიწის ფართობი. ხვნა-თესვის პერიოდში მონაწილეობდა შპს „მექანიზატორის“ 20 ერთეული ტრაქტორი; ამხანაგობების 90 ერთეული ტრაქტორი, რის შედეგადაც მიუხედავად გვალვებისა აგროტექნიკურ ვადებში ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები.