ზუგდიდის გამგეობამ 39 მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსა

0

11157363_663629470436910_6139304398948415753_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ, დღეს გამართულ სხდომაზე, 39 მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნული მომსახურეობისთვის ამ ეტაპზე 16 855 ლარი გამოიყოფა. სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამით სარგებლობა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას შეუძლიათ, რომლებიც არ შედიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოქალაქეთა კატეგორიაში და არ აქვთ სადაზღვევო კომპანიის პოლისი, ასევე ვრცელდება იმ მოქალაქეებზე რომელთაც გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ მათთვის სჭირო სამედიცინო მომსახურეობა არ შედის სადაზღვევო პაკეტში.

სამედიცინო მომსახურეობა და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ოპერაციების თანადაფინანსება სოციალურად დაუცველთათვის, აუტიზმით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაცია და ძვირადღირებული მედიკამენტების (რომლის ღირებულება აღემატება 50ლარს) დაფინანსება.

ბენეფიციარი რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩართვას საჭიროებს დაფინანსების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა წარუდგინოს: განცხადება, განმცხადებლის პირადობის მოწმობის და დევნილის მოწმობის ქსეროასლები; სამედიცინო დაწესებულების მიერგაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას–ფორმა N 100.

2014 წლის 11 სექტემბრიდან მიმდინარე წლის მაისის თვის ჩათვლით სულ დაფინანსებულ იქნა 383 ბენეფიციარი, რომლისთვისაც ჯანდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ იქნა 215 919 ათასი ლარი.