“ზუგდიდის გამგეობას სოფლის გამგებლები არ გაუთავისუფლებია”

0

480800_479616348756216_1632058718_nსოციალურ ქსელ facebook-ში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანამდებობიდან დაითხოვა მუნიციპალიტეტში შემავალი ოცდაექვსი სოფლის გამგებელი. ამასტან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge რამდენიმე სოფლის გამგებელს დაუკავშირდა, რომლებმაც სატელეფონო საუბრებში აღნიშნეს, რომ მართლაც იყვნენ გუშინ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეკრებილები და ჰქონდათ თათბირი, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური მოთხოვნა არავისგან არ ჰქონიათ. აქვე გავარკვიეთ, რომ სოფლის გამგებლებს განცხადებები თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკვე დაწერილი აქვთ, თუმცა მათ ერ განცხადებები არც კანცელარიაში და არც სხვა განყოფილებაში არ დაუტოვებიათ.

smo.ge დაუკავშირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ღურწკაიას, რომელმაც დაგვიდასტურა ზუგდიდის გამგეობაში გუშინ ჩატერებული თათბირის შესახებ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს არ ეხებოდა გამგებლების გათავისუფლებას.

“ეს იყო ჩვეულებრივი მუშა შეხვედრა სოფლის გამგებლებთან, სადაც ძირითადად საუბარი იყო წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევებზე და ამასთან დაკავშირებით ჩასატარებელ სამუშაოებზე. აქ საუბარი არ ყოფილა გამგებლების ძალით გადაყენებაზე ან ვინმეს მოხსნაზე. ერთადერთი გამგებელი ვისი საკითხიც განვიხილეთ ეს იყო სოფელ ოდიშის გამგებელი რევაზ ბულია, რომელსაც თავად ადგილობრივი მოსახლეობა უჩივის იმის გამო, რომ წყალდიდობით დაზარალებულებს მხოლოდ პოლიტიკური მრწამსის მიხედვით უწევდა დახმარებას,რაც დაუშვებელია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მითუმეტეს ჟურნალისტებს შეგიძლიათ გამოითხოვოთ გამგეობიდან ინფორმაცია, არსებობს თუ არა კანცელარიაში სოფლის გამგებლების მიერ დაწერილი ოფიციალური განცხადებები მათ გათავისუფლებაზე. ასეთ რამეს მართლა ვერ ნახავთ გამგეობაში, რადგან ის რეალურად არ არსებობს. ისე მინდა გითხრათ, რომ გამგებლები თავად აპირებენ მოგვმართონ გათავისუფლების მოთხოვნით და თითქმის ყველა გამგებელს მიეცემა საშუალება კონკურსში მიიღოს მონაწილეობა და განაგრძოს თავისი ძველი საქმიანობა, თუმცა ამჟამად გამგეობაში არცერთი განცხადება არ დევს. მე ეს შემიძლია ამ ეტაპზე დაგიდასტუროთ,”-განაცხადა მაია ღურწკაიამ.

სხვა ახალი ამბები: