ზუგდიდის გამგეობაში გადაუღებელი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

0

zugdidi-stiqiaგადაუღებელი წვიმის შედეგად მიყენებულ ზარალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უკვე ითვლიან,  თუმცა როგორც გამგეობაში აცხადებენ,  უამინდობას მნიშვნეოვანი ზარალი არ გამოუწვევია.

„მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში  დაიტბორა  რამდენიმე სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, დაზიანებულია სამი ხიდ-ბოგირი, რომელიც გამოდარებისთანავე აუცილებლად შეკეთდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში დატბორილია სახნავ-სათესი სავარგულები. მუნიციპალიტეტის სოფლებში უხვნალექიანობის გამო მიყენებულ ზარალს სპეციალური, მუდმივმოქმედი კომისა ითვლის და მოხდება ამ ზარალის ანაზღაურება კანონით დადგენილ ვადებში. დამატებით ინფორმაციას ამის შესახებ აუცილებლად შეგატყობინებთ”, – განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge საკურორტო ზონას, კონკრეტულად კი სოფელ ანაკლიაში საკუთარ წყაროებს დაუკავშირდა, თუმცა აქ გართულებებს ადგილი არ ჰქონია.

სინოპტიკოსების ცნობით არამდგრადი ამინდები დასავლეთ საქართველოში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება, თუმცა მათივე განცხადებით ნალექი შემცირდება. ჰაერის ტემპერატურა კი 14-19 გრადუსამდე დაიკლებს.  ყველგან იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი/წამში.

სხვა ახალი ამბები: