ზუგდიდის გამგეობა ასდღიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაციას გამართავს

0

75385_481392038573120_1562027870_nზუგდიდის მუნიციპალიტეტიის გამგეობა ხვალ ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში მუშაობის ასი დღის შედეგებს გამოაქვეყნებს და სამომავლო გეგმების პრეზენტაციას მოაწყობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მაია ღურწკაიამ განუცხადა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დამტკიცებული 19. 710. 000 მილიონიანი ბიუჯჯეტი და პრიორიტეტული მიმართულებები. ინფრასტრუქტურის განვითარება, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკური სფეროს, კულტურული და სპორტული ღონისძიებების დაფინანსება. ეს იმ საკითხთა არასრული ნუსხაა, რომელზეც საუბარი შედგება ხვალ 14:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუშაობის ასდღიანი შედეგების პრეზენტაციას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია და მისი ორი მოადგილე, გიორგი თოდუა და გურგენ სართანია დაესწრებია. პრეზენტაციაზე მიწვეულია ზუგდიდის მუნიციპპალიტეტის გამგეობის ფინანსური განყოფილების უფროსი ნანი მიქენაიაც. ასდღიანი შედეგების პრეზენტაციას არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: