ზუგდიდის გამგეობა ბავშვთა დღეს, 1 ივნისს პატარებს გასართობ ღონისძიებებს სთავაზობს

0

11351475_712275048882475_6014257043978354509_n1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სპეციალურად პატარებისთვის თბილისიდან ილუზიონისტი მოიწვია. ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური პატარებს გრანდიოზულ გართობას კომბინატის კულტურის სახლში 12:00 საათიდან სთავაზობს. კულტურის სამსახური მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბავშვებს უფასოდ ათი სახეობის ატრაქციონით, ბამბის კამფეტებით, ბატი–ბუტითა და ბუშტებით გაუმასპინძლდება. პატარები ასევე გაერთობიან სახის მოხატვითა და ასფალტზე ხატვით.

პატარების თვალწინ 1 ივნისს სხვადასხვა მულტფილმის გმირები გაცოცხლდებიან და გაიმართება ფოტოსესიები.

სხვა ახალი ამბები: