ზუგდიდის გამგეობა ნაპირსამაგრ სამუშაოებს მდინარე ენგურის პერიმეტრზე ისევ აგრძელებს

0

IMG_3248ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კოკი-ხურჩის ტერიტორიებზე ნაპირსამაგრი სამუშაოები თითქმის დაასრულა. შედეგიც სასურველი აღმოჩნდა. მიუხედავად ძლიერი წვიმისა, მდინარე ენგური გამაგრებული ჯებირებიდან არ გადმოსულა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მაია ღურწკაიას განცხადებით, ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მსგავსი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდეს მდინარე ენგურის იმ პერიმეტრზე, სადაც არსებობს საშიშროება ადიდებული მდინარის გადმოსვლისა.

“გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება ნაპირსამაგრი სამუშაოები გაგრძელდეს და მდინარე ენგურის პერიმეტრზე საშიში კერები მოისპოს. ამასთან დაკავშირებით დღეს და ხვალ მოხდება პროექტირება გამგეობაში და ორშაბათს უკვე შეუდგებიან მუშაობას სპეციალური ბრიგადები. ამჟამად გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები და მისი მოადგილეები იმყოფებიან ზუგდიდის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში და ათვალიერებენ იმ ტერიტორიებს, რომელიც ითხოვს სასწრაფო რონისძიებების ჩატარებას. მათ თან ახლავთ გამგეობის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელები. პროექტირება ნაპირსამაგრ სამუშაოებზე დღეს და ხვალ მოხდება, ორშაბათიდან კი უშუალოდ ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას მაია ღურწკაიამ.

სხვა ახალი ამბები: