ზუგდიდის გამგეობა ომის ვეტერანებს 200 ლარს გადასცემს

0

veteraniდღეს, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 68 წელი აღინიშნება. მეორე მსოფლიო ომში ბევრმა ზუგდიდელმა მამულიშვილმა მამაცობითა და გმირული თავდადებით გამოიჩინა თავი. ბევრმა სიცოცლე სამშობლოსთვის გასწირა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოწიწებას გამოხატავს ჩვენი თანაქალაქელი გმირების:
აკაკი ბუკიას- (საბჭოთა კავშირის გმირი, სატანკო ჯარების პოდპოლკოვნიკი).
შალვა ქირიას -(საბჭოთა კავშირის გმირი, ავიაციის გენერალ-მაიორი).
გრიგოლ სხულუხიას-(საბჭოთა კავშირის გმირი).
შალვა ჩილჩავას- (საბჭითა კავშირის გმირი).
ვლადიმერ ესებუას-(საბჭითა კავშირის გმირი).
ბონძი სორდიას -(საბჭოთა კავშირის გმირი, დაკრძალულია უკრაინაში).
შოთა ტიბუას -(საბჭოთა კავშირის გმირი, დაკრძალულია რუსეთში).

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და მისი მოადგილეები პატივს მიაგებენ დაღუპულთა საფლავებს და ყვავილების გვირგვინით შეამკობენ. გრიგოლ სხულუხიას მემორიალთან მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა ჯგუფის მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მინაწილე ადგილობრივ და დევნილ ვეტერანებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთდროული დახმარების სახით 200 ლარს გადასცემს.

სხვა ახალი ამბები: