ზუგდიდის გამგეობა სოფლის ამბულატორიებისთვის ბიუჯეტიდან თანხებს გამოყოფს

0

DSC01006ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თვითმმართველობის დეცენტრალიზაციას მიესალმებიან და მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ სოფლის განვითარების პროგრამა ერთ-ერთი პრიორიტეტული გახადონ. სოფლის განვითარებისათვის კი ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად ჯანდაცვის სისტემის მოწესრიგებაც სახელდება. ამასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ზუგდიდის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გურგენ სართანიამ იმ მედიკოსებთან გამართა შეხვედრა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სოფლებს ემსახურებიან. სართანიამ ამბულატორიების ხელმძღვანელებს საერთაშორისო განვითარებისა და დახმარების სააგენტოს მიერ ბოძებული დახმარების შესახებ ამცნო და აქვე დასძინა, რომ უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტის გამგეობა შეძლებს თითოეულ სოფელს ჰყავდეს საკუთარი მობილური სამედიცინო ბრიგადება და ისინი შესაბამისად აღიჭურვონ.

“სამომავლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში ჩავდოთ ბიუჯეტიდან თანხები და თითოეული სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს მივცეთ იმის საშუალება, რომ ჰყავდეთ მანქანა და შესაბამისად აღიჭურვონ, რათა საჭიროების შემთხვევაში მათ შეძლონ სოფლის მოსახლეობისთვის ხარისხიანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევა”-განაცხადა გურგენ სართანიამ.

სოფლიის სამედიცინო ამბულატორიების ხელმძღვანელებს საერთაშორისო დახმარებისა და განვითარების მიერ გამოგზავნილი პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები გადაეცათ.სამომავლოდ აღნიშნული სააგენტო სოფლებში სტომატოლოგიური და გინეკოლოგიური მომსახურების კაბინეტებს გახსნის, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მოსახლეობისთვის უფასო მკურნალობის გაწევას.

სხვა ახალი ამბები: