ზუგდიდის გამგეობა სოციალურად დაუცველებს დახმარებას უწევს

0

45972_341993325933861_753180492_nზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის მკვიდრი ვალერიანე ცაავას ოჯახი, რომელიც მძიმე საოციალურ პირობებში ცხოვრობს დღეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ქვარაიამ მოინახულა. ცაავების ოჯახური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საცხოვრებელი სახლის ნაწილს სახურავი არააქვს,მეორე სართული ამორტიზირებული და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.

სოციალური სააგენტოს მიერ კი ოჯახმა მდგომარეობისთვის შეუფერებელი მაღალი საიდენტიფიკაციო მაღალი ქულები მიიღო, რის გამოც ცაავების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ვერ დარეგისტრირდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ქვარაიას ინიციატივით სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები დღეს გამგეობის შუამდგომლობით კვლავ ეწვივნენ ცაავების ოჯახს. ვალერიანე ცაავას ოჯახს მუნიციპალიტეტის გამგეობა შარშან 500 ლარის ოდენობის ფულადი დახმარება გაუწია.

სხვა ახალი ამბები: