ზუგდიდის გამგეობა უმწეოთა სოციალურ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა

0

10626341_588413057958552_3837790217178917094_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელმა კომისიამ (კომისიის თავმჯდომარე გიზო სართანია) ამ ეტაპზე სოფელ ონარიაში, რუხში, კორცხელში, ყულიშკარი, ჭითაწყარში, ახალსოფელში, ოდიშსა და ჯიხაშკარში მცხოვრები ბენეფიციარების სოციალურ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

სოციალურად დაუცველმა ოჯახებმა მუნიციპალიტეტის გამგეობას ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერად ფულად დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართეს.

10704207_588413211291870_9006662784992120211_o10838217_588413074625217_3940734958676032283_o10847362_588413291291862_1782919090203492262_oკომისიის თავმჯდომარე გიზო სართანიას განცხადებით, ის ბენეფიციარები რომელებიც ამ ეტაპზე სოციალურმა კომისიამ მოინახულა მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფებიან და სხვადასხვა სახის დახმარებას საჭიროებენ. ასევე კომისიის თავჯდომარის განცხადებით მიმდინარე წლის ბოლომდე ეს ოჯახები ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულ ერთჯერადი სახის ფულად დახმარებას მიიღებენ.

სხვა ახალი ამბები: