ზუგდიდის გამგეობა ხვალ ასდღიანი მუშაობის შედეგებს წარადგენს

0

75385_481392038573120_1562027870_nაუდიო ინფორმაცია! [ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/Chartuloba.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

ხვალ,12 მარტს 14:00 საათზე ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ასდღიანი მუშაობის შედეგებს წარადგენს. შეხვედრის მიზანია ხელისუფლების კომუნიკაციის გაუმჯობესება და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმის გაზრდა.

გამოკითხვამ აჩვენა მოქალაქეთა გაზრდილი ინტერესი საკადრო ცვლილებების, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მიმართ. საზოგადოებას სურს იცოდეს, თუ როგორია ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობები, რა სიახლეები იგეგმება ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში, როგორ მიმდინარეობს კოჰაბიტაციის პროცესი მუნიციპალიტეტში.

ანგარიშის პრეზენტაციაზე მოწვეულები არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია ორ მოადგილესთან, გიორგი თოდუასთან და გურგენ სართანიასთან ერთად. შეხვედრას დაესწრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი ნანი მიქენაია.

ეკა მინჯორაიას განცხადებით ხვალინდელ პრეზენტაციაზე მოწვეულნი იქნებიან აქტიური მოქალაქეები, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი მედიის წარმოამდგენლები.

სხვა ახალი ამბები: