ზუგდიდის გამგეობა 47 ბენეფიციარს სამედიცინო მომსახურეობას დაუფინანსებს

0

11232373_670451643088026_4811958390296397172_oმუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის კომისიამ დღევანდელ სხდომაზე 47 მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობა დაუფინანსა. ბენეფიციარები რომლებსაც ამ ეტაპზე განაცხადი ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენაზე, ორი კორონაგროფიულ მომსახურეობაზე, ოპერაციის თანადაფინანსებაზე და თავის ქალის ტომოგრაფიაზე ჰქონდათ გაკეთებული მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან.
აღნიშნული მომსახურეობისთვის ამ ეტაპზე ბიუჯეტიდან 21 100 ლარი გამოიყოფა.