ზუგდიდის გამგეობის თანამშრომლებმა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 7 ათასი ლარი შეაგროვეს

0

11640479_680749775391546_695680126_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასიდან სიმბოლური თანხები გაიღეს და თბილისში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 7 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მიერ საკუთარი ხელფასებიდან გაღებული თანხებით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ნაწილს გაუწევენ დახმარებას.

“რათქმაუნდა ეს მხოლოდ მცირედია, რაც უცებ, რამდენიმე საათის განმავლობაში მოვახერხეთ. უკლებლივ ყველა თანამშრომელმა დადო სიმბოლური თანხა და საერთო ჯამში თანხის რაოდენობამ 7 ათას ლარზე მეტი შეადგინა. ჩვენ ამ თანხით შევიძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები, რაც დაზარალებულ ადამიანებს პირველ ეტაპზე აუცილებლად სჭირდებათ და რა თქმა უნდა პროდუქტებიც.  ეს ტვირთი დღესვე გაეგზავნება თბილისში და რათქმაუნდა დღესვე მიიღებენ სტიქიისგან დაზარალებული ადამიანები აღნიშნულ დახმარებას”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მაია ღურწკაია.