ზუგდიდის გამგეობის უსახლკაროთა კომისიამ სამუშაო ჯგუფები ჩამოაყალიბა

0

11059970_673619126104611_4742038032980307732_oზუგდიდის მუნიციპალიტეტის უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისის წევრებისგან დღეს, მუშა ჯგუფები დაკომპლექტდა. სხდომაზე გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ მუშა ჯგუფების შემადგენლობა დაასახელა. შექმნილი ჯგუფები მომავალი კვირიდან ბენეფიციარების საცხოვრებელი პირობების გადამოწმებას დაიწყებენ. შემოწმდება როგორც სოციალური ასევე სახლების ტექნიკური მხარე, დაზიანების ხარისხი და ექვემდებარება თუ არა სახლი რემონტს.

მუშა ჯგუფების მიერ მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული სპეციალური განაცხადის ფორმის შევსება. ბენეფიციარების საყოფაცხობრებო პირობების გადამოწმების პროცესს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებლის წარმომადგნელი ადმინისტრაციულ ერთეულში დაესწრებიან. კომისიის მუშა ჯგუფები ინტერესთა სხვაობის გამო 5 ნაწილად დაიყო და მუნიციპალიტეტის 48 სოფელში გადანაწილდა.