ზუგდიდის განახლებული საკონცერტო დარბაზი ოფიციალურად გაიხსნა

0

10606114_559297620870096_4134212040064182900_nმუსიკალურ–ქორეოგრაფიული ცენტი „ოდიშის“ რეაბილიტირებული საკონცერტო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. „კუჩხიბედინერის“ ფონზე საკონცერტო დარბაზის წითელი ლენტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლაშა გოგიამ,გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ და ცენტრის დირექტორმა ნინო მამქორიამ  გაჭრეს.

კონცერტზე ცენტრის ხელმძღვანელობამ მადლობა გადაუხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს დავით ნარმანიას პროექტის, საკონცერტო დარბაზის რეაბილიტაციის დაფინანსებისთვის. ახალი საკონცერტო დარბაზის გახსნის დღესთან დაკავშირებით  ახალი ბენდის პრეზენტაციაც გაიმართა.

სხვა ახალი ამბები: