ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მამა ილიას (კარტოზია) სახელი დაერქმევა

0

17უახლოეს ხანებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალ დებულებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშავებს, რომლის შრმდეგაც ქალაქ ზუგდიდის ზოგიერთ ქუჩებს შესაძლოა სახელი შეეცვალოს. ასევე მოწესრიგდება ქუჩებზე ფინიშნები და შესაბამისი ნუმერაციაც. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ განუცხადა.

“სპეციალური დებულების შემუშავების შემდეგ ზუგდიდის ზოგიერთ ქუჩას შესაძლოა სახელი შეეცვალოს. ასევე მოწესრიგდება ფირნიშნები და ქუჩების ნუმერაცია, რომელიც ამ დროისთვის ფაქტიურად არ არსებობს. იარსებებს ასევე შესაბამისი მიმართულების მაჩვენებელი სტენდები სადაც მითითებული იქნება ქუჩების დასახელება. ეს ყველაფერი უახლოეს ხანებში მოხდება, როგორც კი დებულებას საკრებულო დაამტკიცებს”-აცხადებს მერაბ ქვარაია.

ზუგდიდის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას უახლოეს მომავალში მამა ილია კარტოზიას სახელი დაერქმევა. საკრებულოს თავმჯდომარის მერაბ ქვარაიას განცხადებით ამასთან დაკავშირებით საუბარი იყო ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებთან. ამასთანავე დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოქალაქეთა მოთხოვნა შევიდა იმავე საკითხთან დაკავშირებით.

“აუცილებელიც არის ზუგდიდში არსებობდეს მამა ილიას ქუჩა და მოხარული ვარ რომ ამას ჩვენი თანაქალაქელებიც ითხოვენ. დებულების მიღებისთანავე ერთ-ერთ ქუჩას მამა ილიას სახელი აუცილებლად დაერქმევა”-აცხადებს მერაბ ქვარაია.