ზუგდიდის “ზუგდიდი” ქობულეთის “შუქურასთან” დამარცხდა

0

matchiiiiპირველი ტაიმი მასპინძლებმა აშკარად უკეთ ჩაატარეს და ბურთსაც უფრო ხშირად ისინი აკონტროლებდნენ, რის შედეგადაც დაწინაურდნენ კიდეც. 24-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი, მეტრეველმა თავით მეტოქის კარში გადაგზავნა და ახალი საფეხბურთო სეზონი გოლით აღნიშნა. ამის შემდეგ სტუმრებიც გააქტიურდნენ და ჯერ ირაკლი ეხვაიას თავური ასცდა მიზანს, ხოლო შემდეგ დათა ქირიას შორეული ძლიერი დარტყმა ვიხილეთ, რომელიც კაკალაძემ ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში მასპინძელთა ლეგიონერი, ლობე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში რომლის დარტყმულიც მცირედით ასცდა ზუგდიდელთა კარს.

 მეორე ტაიმი კი სტუმრებმა გაიცილებით უკეთ დაიწყეს და საწყის წუთებში, შოთა ლომიამ, შეიძლება ითქვას გოლი შედევრი შემოგვთავაზა. მანწურწუმიას გადაცემა კარგად დაამუშავა მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს, ორ მეურვეს გასცდა და ცაციათი, ბურთი მეკარისაგან მარჯვენა კუთხის ცხრიანში მოათავსა. ამ გოლმა სტუმრები შეაგულიანა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ცოტა ხანში ზუგდიდელთა მცდელობას არბიტრის გადაწყვეტილებამ ცივი წყალი გადაასხა, როცა მან მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა დავით ლომაიას და მინდორი დაატოვებინა. ლომაიას კი ბურთი მოხვდა და წაიქცა საკუთარ საჯარიმოში, რომელსაც სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა.

არბიტრმა კი ხელით თამაშზე ანიშნა და გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. აშკარად ეტყობოდა სტუმრებს ფიზიკური მოუმზადელობა, ამის მიუხედავად მათ რეალური მომენტები მაინც  შექმნეს. ლომიას პასი კარგად მიიღო ეხვაიამ და მეტოქის საჯარიმოდან, კაკალაძეს „მაკრატელათი“ ოსტატურად დაურტყა, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოს მცირედით ასცდა. იმავე ეხვაიას შეხვედრის ბოლოსკენ ორჯერ მიეცა შანსი, თუმცა ორივეჯერ მიზანმა უმტყუნა.

ტაიმის ბოლოსკენ ჩელებაძის თავური ძელს მოხვდა. მასპინძლებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და პირველი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. საკუთარი გუნდის საქომაგოდ ქობულეთში, ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარია იყვნენ ჩასულები. მარცხის მიუხედავად, ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელები გასახდელშივე მოინახულეს და შეაგულიანეს.

სხვა ახალი ამბები: