ზუგდიდის ”ზუგდიდმა” ბოლნისის ”სიონი” 2:1 დაამარცხა

0

P1190037მეოთხე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბმა  „ზუგდიდი“ განმუხურის სტადიონზე, ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა. ოთხი ტურიდან მასპინძლებს მხოლოდ ერთი ქულა აქვთ და ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე არიან, ამიტომაც  ისინი სამი ქულის მოსაპოვებლად იბრძოდნენ.

გარდა ამისა ზუგდიდელებს მიმდინარე წელს მოგება საერთო არ ჰქონდათ და საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მასპინძლების რეაბილიტაციასაც შეეცადნენ. განვლილ სეზონში საქართველოს თასის მეოთხედფინალში, „ზუგდიდი“, სწორედ „სიონმა“ გამოთიშა თასის ასპარეზობას. პირველ შეხვედრაში ბოლნისელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო განმეორებითი მატჩი განმუხურში ფრედ 0:0 დასრულდა.

P1190020დღევანდელი თამაში თავიდან ზუგდიდელებისთვის არასასიამონოდ დაიწყო.
ბოლნისელები იოლად დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ზუგდიდელმა ფეხბურთელმა შანსი არ მისცეს მეტოქეს განეხორციელებინა ეფექტური და შედეგიანი შეტევები. ნიკა გუგუჩიამ საკუთარი ლამაზი და კომბინაციური თამაშით მოაწონა თავი მაყურებელს და დამსახურებული დანიშნული პენალტით ანგარიშიც გაათანაბრა, შემდეგ კი აფაქიძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. საბოლოოდ ”ზუგდიდმა” გაიმარჯვა და ბოლნისის ”სიონი”  2:1 დაამარცხა. თუთბერიძის და წიტაიშვილის შეგირდები დღეს ერთსულოვანნი და შეკრულები იყვნენ. დღევანდელ მატჩს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
”ზუგდიდის” გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ გუნდი ასევე წარმატებით გამართავს მორიგ თამაშს. ზუდიდის “ზუგდიდს” მორიგ თამაშში თბილისის “დინამო” უმასპინძლებს.

სხვა ახალი ამბები: