ზუგდიდის “ზუგდიდსა” და გორის “დილას” შორის შეხვდერა 1:1 დასრულდა

0

IMG_1032გორში “დილამ” საკუთარ სტადიონზე მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. გიორგი დევდარიანის გუნდიდან წასვლის შემდეგ, “დილა” “ზუგდიდთან” რამაზ სოლოღაშვილმა ათამაშა.

გორელებმა ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე შეძლეს. შედეგიანი დარტყმის ავტორი ირაკლი მოდებაძე გახდა. მატჩის 66-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან ზუგდიდის ფეხბურთელი რომეო კანკია გააძევა. გოლის ავტორმა მოდებაძემ კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

რიცხობრივ უმცირესობაში მყოფმა “ზუგდიდმა” წონასწორობა 77-ე წუთზე ზვიად სიხარულიას ზუსტი დარტყმით აღადგინა და საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.

“მეტალურგმა” “მერანს” 6-1 სძლია. “სპარტაკი” “გურიასთან” 0-1 დამარცხდა. “ტორპედო”-“სიონისა” და “ზუგდიდი”-“ვიტ ჯორჯიას” მატჩები 1-1 დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: