ზუგდიდის თეატრალური დასი საგასტროლო ტურნეს იწყებს

0

522096_490864210967612_1313653637_nზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 2 ივნისიდან საქართველოს მაშტაბით გასტროლებს იწყებს. საგასტროლო თანხა 17.000 ლარის ოდენობთ თეადრალურ დასს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოუყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე თეატრის დირექტორი მაია კალანდია წერს. ზუგდიდის თეატრალური დასი საგასტროლო ტურის ფარგლებში წარმოადგენს ორმოქმედებიან სპექტაკლს “ხორუმი ქართული ცეკვაა”

“გასტროლების დაფინანსებაზე დასტური მცირე დროში მივიღეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან. უღრმესი მადლობა მათ, ჩემი და თეატრის სახელით. საგასტროლო თანხა, 17 ათასი ლარი, დაემატა თეატრის ბიუჯეტს. სპექტაკლს ,,ხორუმი ქართული ცეკვაა” ( პიესის ავტორი გურამ დოჩანაშვილი, რეჟისორი ბადრი წერედიანი) – ვთამაშობთ შემდეგ თეატრებში:

2 ივნისი – გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 3 ივნისი- თელავის სახელმწიფო დრამატული თეატრი, 4 ივნისი – სიღნაღის კულტურის სახლი. 6 ივნისი – თბილისი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. 7 ივნისი – ახალციხის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
12 ივნისიდან – ვაგრძელებთ გასტროლებს – ჭიათურა, ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი. ჯერჯერობით თარიღები დაუზუსტებელია.
1987 წლის შემდეგ ეს პირველი გასტროლებია.”-წერს ზუგდიდის თეატრის დირექტორი მაია კალანდია.

სხვა ახალი ამბები: