ზუგდიდის თეატრის რეკონსტრუქციისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება

0

zugdidiiis teatriმუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა გიზო სართანიამ, კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ბიზნესმენმა დავით ბერძენიშვილმა და კორეულმა კომპანია ,,TDA”–მ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს.

კომპანიამ წარმოადგინა მის მიერ რესტავრირებული ტოკიოს, მოსკოვის, სხვადასხვა ქვეყნების დიდი თეატრებისა და ფილარმონიების რეკონტრუქციის ამსახველი კადრები.

როგორც ბიზნესმენი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, შალვა დადიანის სახელობის თეატრის რეკონსტრუქციაში 10–დან 20 მლნ. ლარამდე დაიხარჯება.
კომპანიის წარმომადგენლებმა დღესვე დაათვალიერეს ზუგდიდის თეატრი, რომლის რეაბილიტაციისთვისაც პროექტი სამი თვის მანძილზე მომზადდება.

სხვა ახალი ამბები: