ზუგდიდის თეატრში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი დაიდგა

0

zuugdidis teatrii19 ივნისს, ხუთშაბათს 20.00 საათზე ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლის “დაბრუნება” დაიდგმება. აღსანიშნავია, რომ .სპექტაკლი საქველმოქმედოა. სპექტაკლზე დასასწრები ბილეთის ფასია 5 ლარი.  შემოსული თანხა გადაირიცხება 13 ივნისის თბილისში სტიქიის შედაგად დაზარალებულთა ფონდში.

თეატრის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის მეშვეობით სთხოვს ზუგდიდელებს შეუერთდნენ საქველმოქმედო აქციას და ერთად დაეხმარონ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.