ზუგდიდის თეატრს და მუზეუმს დღეს კულტურის მინისტრი მოინახულებს

0

300px-Theatre(Zugdidi)ზუგდიდის რაიონს დღის მეორე ნახევარში, დაახლოებით 17 საათზე საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ეწვევა. მინისტრის ზუგდიდის შალვა დაიანის სახელობის დრამატულ თეატრსა და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს მოინახულებს. SMO.GE-ს სანდო წყაროს ცნობით გურამ ოდიშარია დრამატული თეატრისა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდება და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა. ინფორმაცია მინისტრის დღევანდელ ვიზიტთან დაკავშირებით SMO.GE-ს ზუგდიდის თეატრის მმართველმა მაია კალანდიამაც დაუდასტურა.

“მინისტრი ადგილზე გაეცნობა ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ზუგდიდის თეატრს და მის კოლექტივს საერთოდ. ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით საუბარი მასთან სამინისტროში, სადაც გავაცანით თეატრის შემოქმედება და ჩავუტანეთ ჩვენს მიერ დადგმული სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებიც, თუმცა მან თავად უნდა ნახოს თუ რა მდგომარეობაშია დღეს ზუგდიდის თეატრი. მინდა გითხრათ, რომ თეატრი საჭიროებს რემიონტს, სრულ რეაბილიტაციას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც ძვრები ამ მხრივ მართლაც იქნება.”-განაცხადა მაია კალანდიამ.

სხვა ახალი ამბები: