ზუგდიდის თემის განვითარების ცენტრში შეხვედრა გაიმართა

0

1798755_365541660288763_3509133921213060114_nდღეს, ზუგდიდის თემის განვითარების ცენტრში პროექტ „ადგილობრივი საზოგადოების სოციალური და კულტურული ხელშეწყობა – მეთოდები, უნარები და ინსტრუმენტები თანამედროვე არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული პროექტი ფინანსდება ფონდ განათლება დემოკრატიისათვის პროგრამით „რეგიონი გარდამავალ პერიოდში – RITA“ და ხორციელდება ასოციაცია „კულტურის ფერებისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თემის განვითარების ცენტრის“ მიერ.

შეხვედრას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტის მიზანია რეგიონში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების სოციალური და კულტურული ღონისძიებების განხირციელებით გააქტიურება.

65517_365541680288761_9206936905082463063_n10710599_365541806955415_8929330831242883372_n10649578_365541850288744_4466950284242191832_nპროექტის ფარგლებში რეგიონის არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი მთავრობის 12 წარმომადგენელმა პოლონეთში გამართულ ერთკვირიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღო, რომლებმაც მოამზადეს საპროექტო წინადადებები და შედეგად საქართველოში 6 პროექტი განხორციელდა. ამ პროექტების ბენეფიციარები იყვნენ ხანდაზმულები, ყოფილი პატიმრები, ომის ვეტერანები, ახალგაზრდები, დევნილები და სოფლად მცხოვრები ქალები.

ზუგდიდში გამართული კონფერნციის ფარგლებში, მონაწილეები ერთმანეთს პოლონეთში მირებულ გამოცდილება გაუზიარებენ და საქართველოში განხორციელებული პროექტების შედეგებს შეაჯამებენ.

სხვა ახალი ამბები: